ნინო დარასელი პასუხობს ჟურნალ „გზის“ კითხვას, რას ფიქრობენ ცნობილი ადამიანები სტატისტიკაზე, რომლის მიხედვითაც მხოლოდ 2021 წელს საქართველოდან უცხოეთში 99 947 ადამიანი წავიდა.
ჟურნალისტი ნინო დარასელი ამბობს:
„ბოლო წლებში ქვეყნიდან გასულთა უმრავლესობა ქალია. როდესაც ვიღაც ქალებზე ამბობს, სუსტი სქესიო, გულში მეცინება. თავდადება, რომელიც ამ ქალებმა საკუთარი ოჯახების გადასარჩენად გამოიჩინეს, ბევრ მამაკაცს შეშურდება… რამდენი სევდიანი, ტრაგიკული ისტორია გაგვიგია სამშობლოსგან შორს მყოფ ქართველ ქალებზე. სამწუხაროა, რომ ეს სიმძიმე მათთან ერთად ბევრმა მამაკაცმა არ გაინაწილა, თუმცა რომ ვუყურებ ახალგაზრდებს, რომლებიც დღედაღამ მუშაობენ კურიერებად, კონსულტანტებად, მიმტანებად, სულ მგონია, ეს იმ დედების შვილები არიან…“
„ისეთი წკრიალა, მოვლილი და ლამაზია იქაურობა, ცრემლი გადგება“ – ნინო დარასელი სამეგრელოზე