მსოფლიოში აღიარებული პრიმა-ბალერინა, საბალეტო დასის ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი დღეს იუბილარია! შესანიშნავ მოცეკვავეს 19 მარტს 58 წელი შეუსრულდა.
ნინო ანანიაშვილმა ბალეტის შესწავლა 10 წლის ასაკიდან დაიწყო, 1988 წლიდან კი ის მსოფლიოს წამყვან თეატრებში გამოდიოდა, წლების განმავლობაში გახლდათ ამერიკული ბალეტის თეატრის მიწვეული პრიმაბალერინა.
ნინო ანანიაშვილი უამრავი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახლავთ.
ნინო ანანიაშვილი 2004 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს ხელმძღვანელობს.