დაუჯერებელია, მაგრამ ყველაზე ცნობილი ქართველი ბალერინა, ნინო ანანიაშვილი დღეს 56 წლის გახდა. ის 1963 წლის 19 მარტს დაიბადა.
პრიმაბალერინა საქართველოს სახალხო არტისტი გახლავთ.
ჰყავს მეუღლე, გრიგოლ ვაშაძე და ერთი ქალიშვილი, ელენე, რომელიც 13 წლისაა.
ნინო ანანიაშვილს სხვადასხვა დროს უამრავი ჯილდო აქვს მიღებული:
ოქროს მედალი ვარნას (ბულგარეთი) მე-10 საერთაშორისო კონკურსი, 1980 წელი
გრან-პრი მოსკოვის მე-4 საერთაშორისო კონკურსი, 1981
ოქროს მედალი, მოსკოვის მე-5 საერთაშორისო საბალეტო კონკურსი, 1985
გრან-პრი ჯექსონის (აშშ) მე-3 საერთაშორისო კონკურსი , 1986 წელი
საქართველოს პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენი