LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინი სუხიტაშვილი: „გადაცემაში ნათხოვარი კაბა მეცვა…“

300

ნინი სუხიტაშვილი „ვოისი საქართველოში“ ნუცა შანშიაშვილის გუნდში მოხვდა. ნინი მომღერალი ოჯახიდანაა, მისი ძმები გიორგი და ლევან სუხიტაშვილები ცნობილები არიან, ერთი უფრო მეტად, როგორც მომღერალი, მეორე კი მსახიობი, თუმცა ორივე მღერის და ორივეს აქვს სამსახიობო ნიჭი. სწორედ ამის გამო იყო, რომ რინგის შემდეგ, როცა ნუცამ უპირატესობა ნინის მიანიჭა, ინტერნეტში დაიწყეს საუბრები „ჩაწყობის“ თაობაზე.

ნინიმ გუშინდელ გადაცემაში საკმაოდ კარგი გამოსვლით დაგვამახსოვრა თავი. შავი კაბა, რომელიც ეცვა, მის ფორმებს უსვამდა ხაზს. ნინიმ მადონას სიმღერა შეასრულა და მორიგ ტურში გადავიდა.

ნინი სუხიტაშვილი:

ზოგადად არ მახსოვს ხოლმე ნამღერი, საერთოდ არაფერი, გამოსვლის დასრულების შემდეგ, ხალხის რეაქციით ვიგებ, კარგი იყო თუ არა. გამიხარდა, რომ ბევრმა მომწერა, ჩემი ძმები ჯერ არ მინახავს, მაგრამ მათაც დადებითად შემიფასეს.

არა მხოლოდ მღეროდი, არამედ სცენაზე კარგადაც მოძრაობდი… დადგმული იყო?

არაფერი ყოფილა დადგმული. მადონას სიმღერა „Sooner Or Later“ შევასრულე და ისე შევისისლხორცე, რომ მთელი სხეულით ავყევი. ზოგადად, მადონა არ არის ჩემი საყვარელი მომღერალი, მაგრამ მისი შოუები მომწონს. მივიჩნევ, რომ სიმღერა შოუსთან ერთად ძალიან კარგია. მადონას კი კარგი შოუები ახასიათებს.

შავ მოტმასნილ კაბაში კარგად გამოიყურებოდი…

ეს კაბა ჩემმა მეგობარმა მათხოვა (იღიმის). სიმღერა რომ მოვასმენინე, მითხრა, ამის შესაბამისი კაბა მაქვსო. მადონასაც დაახელობით ასეთი ეცვა. ხელთათმანები შევაკერინეთ, კაბა კი ნათხოვარია…

ნუცა როგორი მწვრთნელია?

ძალიან კარგი, მისგან ბევრ რამეს ვსწავლობ. თითოეული მონაწილისთვის მაქსიმუმს აკეთებს და მიკერძოებები არ ახასიათებს. რეპეტიციებზე ძალიან მშვიდად ვართ, დაძაბულობის გარეშე ვმღერით. ნუცასი მადლობელი ვარ.

დაძაბული შესაძლოა, იმის გამო ყოფილიყავი, რომ ინტერნეტში შენს შემდეგ ტურში გადაყვანას წინა ჯერზე გამოეხმაურნენ: „ჩაწყობილიაო“.

ეს რომ მართალი ყოფილიყო, ვიქნებოდი დაძაბული, მაგრამ არ შეესაბამებოდა სიმართლეს. ვიცოდი, რომ რადგან ცნობილი ოჯახიდან ვიყავი, ჩემს გამოსვლას აუცილებლად მოჰყვებოდა მსგავსი კომენტარები.

ნინი, „ჯეოსტარიდან“ გვახსოვხარ, მაგრამ გარეგნულად შეცვლილი ხარ.

გავიზარდე, ამ კონკურსში მონაწილეობისას 15 წლის ვიყავი და 16 წელი პროექტში შემისრულდა. ახლა 22 წლის გახლავართ. პლასტიკური ოპერაცია მაქვს თუ არა გაკეთებული, ალბათ, ეს გაინტერესებთ. შესწორებული მაქვს ცხვირის წვერი. სხვა არანაირი ოპერაცია არ გამიკეთებია…

შენი ძმების შიშით თაყვანისმცემლები, ალბათ, გიფრთხიან…

არა, მსგავსი არაფერი ხდება. ყველასთან ძალიან გახსნილი ურთიერთობა მაქვს, თუმცა ჩემს პირად ცხოვრებაში სერიოზული ჯერჯერობით არაფერი ხდება.

ნინო მურღულია

 

12365930_864095553705316_3694956712055305846_o

nini suxita

12307572_864095423705329_2432004731732569200_o

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები