ნინი ნებიერიძე თავისი „ფეისბუქ“-პოსტებით საზოგადოების ცნობისმოყვარეობას, მის ქორწინებასთან დაკავშირებით, ერთ-ერთ უმდიდრეს ქართველთან, აშკარად კარგად აკმაყოფილებს. ნინი პრესასთან ურთიერთობას გაურბის, თუმცა მეუღლისადმი დამოკიდებულებას სოციალურ ქსელში სტატუსებით ავლენს.
ბიზნესმენ თემურ უგულავას მეორე ნახევარი აქვეყნებს ფოტოს, სადაც ის ქმართან ერთად არის გადაღებული და ფოტოს აწერს: „უკარგესი, უქმრესი“. ფოტოზე ჩანს, რომ ნინიმ ბრეკეტები ჩაისვა, როგორც ჩანს, ამ მხრივ პრობლემები აქვს.
ერთ-ერთი მეგობარი ნინის უწერს, რომ თემურ უგულავა ასევე არის „უნიჭიერესი უმდიდრესი“, რაზეც მოდელი პასუხობს: „ხვალ საიტებზე იქნება, რატომ დააწერა ნინი ნებიერიძემ თემურ უგულავას ფოტოს უქმრესი, უკარგესი და ვინ დატოვა კომენტარი – უნიჭიერესი, უმდიდრესი“.
აშკარაა, ნინი ძალიან ხალისობს იმით, რომ მისი პოსტები ინტერნეტსაიტებზე პოპულარობით სარგებლობს და თავადაც არ ხურავს საკუთარ გვერდს უცხო ადამიანებისთვის, რომ მისი ყველა ფოტოს ნახვა ნებისმიერ მსურველს შეეძლოს…