ნინი ნებიერიძეს მეუღლე თემურ უგულავა ძალიან ანებივრებს. მას შემდეგ, რაც ის მისი რჩეული გახდა, არ წყდება საჩუქრების მთელი კასკადი, რომლებსაც ნინი დიდი ენთუზიაზმით უზიარებს მეგობრებს სოციალური ქსელის საშუალებით.
როგორც მისივე “ფეისბუქიდან” ჩანს, მეუღლემ ახლახან მანქანაც აჩუქა – “defender”, რომელიც ნინიმ ძალიან ეფექტურად წარადგინა სოციალურ ქსელში, მასზე შეხტა და ფოტო ისე გადაიღო…
წყვილი ახლახან გადავიდა ახალ ბინაში საცხოვრებლად, მალე გაიხსენა ნინის კლუბიც, რომლისთვისაც თემურ უგულავამ მას შენობა უყიდა “რუმსთან” ახლოს.
ნინიმ მანქანის ფოტოს შემდეგი რამ წააწერა: “იცხოვრე ჩქარა, მოკვდი ნელა… ახალი სათამაშო”.