LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინი გოგიჩაიშვილი შეყვარებულია? – რას წერს იტალიური მედია

2655
befunky-collage-2024-04-10t002437.154-2024-04-10_00-24-49_477828

იტალიური მედია ქართველი მოდელის ნინი გოგიჩაიშვილისა და იტალიელ რეპერ Fedez-ის შესაძლო ურთიერთობაზე ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტიურად წერს.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რე­პერ­მა და ,,მის სა­ქარ­თვე­ლო 2018“-მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ერთი და იგი­ვე ლო­კა­ცი­ი­დან გა­მო­აქ­ვეყ­ნეს ფოტო. ნინი და Fedez-ი გა­მო­ფე­ნა­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მოგ­ვი­ა­ნე­ბით პოს­ტე­ბი წა­შა­ლეს.

სწო­რედ პოს­ტის წაშ­ლის შემ­დეგ რეპერისა და ნი­ნის სა­ვა­რა­უ­დო ურ­თი­ერ­თო­ბის სა­ი­დუმ­ლო და­მა­ინ­ტრი­გე­ბე­ლია იტა­ლი­უ­რი მე­დი­ის­თვის. მე­დია ამ­ტკი­ცებს, რომ ლოს-ან­ჯე­ლეს­ში გა­მარ­თულ გა­მო­ფე­ნა­ზე რე­პე­რი და მო­დე­ლი ერ­თად წა­ვიდ­ნენ.

ერთ-ერთი იტალიური მედია კი წერს რომ Fedez-ი მარტოხელა ცხოვრებას იწყებს.

,,კი­ა­რა ფე­რაგ­ნის­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ჩან­და, რომ Fedez-მა, რო­მე­ლიც ახლა შვი­ლებ­თან ერ­თად მა­ი­ა­მი­ში იმ­ყო­ფე­ბა, ახა­ლი ცხოვ­რე­ბა და­ი­წყო, რო­გორც მარ­ტო­ხე­ლამ. სპორტდარ­ბაზ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი, დას­ვე­ნე­ბა მე­გობ­რებ­თან და კო­ლე­გებ­თან ერ­თად, მდიდ­რუ­ლი ახა­ლი სახ­ლი მი­ლან­ში Castello Sforzesco-ს წინ და ახა­ლი Ferrari – ეს ყვე­ლა­ფე­რი მისი ახა­ლი ცხოვ­რე­ბის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლე­ბია.

ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ჭო­რებს შო­რის დი­დია ინ­ტე­რე­სი მის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ორ ქალ­ზე, რომ­ლე­ბიც მის გა­რე­მოც­ვა­ში ჩნდე­ბი­ან – ესე­ნია მისი პი­რა­დი ასის­ტენ­ტი ელე­ო­ნო­რა სე­სა­ნა და სუ­პერ­მო­დე­ლი და ყო­ფი­ლი ,,მის სა­ქარ­თვე­ლო” ნინი გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი”, – წერს მედია.

ამასთან, მედიაში აღნიშნავენ, რომ მი­უ­ხე­და­ვად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ჭო­რე­ბი­სა, Fedez-ი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია კა­რი­ე­რა­ზე და ახალ ცხოვ­რე­ბა­ზე, რო­გორც მარ­ტო­ხე­ლა მა­მა­კა­ცი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები