ნინი ბრეგვაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
ნინი საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ მუსიკალური კონკურსები არ განსაზღვრავს სამომავლო კარიერას.
„მეგობრებო იმედია დამწუხრებულები არ ხართ, იმიტომ რომ მე ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ შედეგებით! რა თქმა უნდა მინდოდა ფინალში ყოფნა, თუმცა ამ შოუს მაყურებლის ხმების მოპოვება არც თუ ისე მარტივია და ეს თავიდანვე მიღებული და გააზრებული მქონდა. ის რომ ნახევარფინალში მოვხვდი, როგორც თავად პროექტის შემქმნელები ამბობენ საუკეთესო სეზონში, ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. თუმცა მუსიკალური კონკურსები არ განსაზღვრავს სამომავლო კარიერას და ერთი სული მაქვს გავაგრძელო ჩემი საყვარელი საქმის კეთება!
თქვენ უდიდესი მადლობა ასეთი განსაკუთრებული სითბოსთვის და სიყვარულისთვის!“ – წერს ნინი ბრეგვაძე.
ცნობისთვის, ნინი ბრეგვაძე ამერიკულ „ვოისს“ გამოეთიშა.
ნინის ფინალურ ტურში მოსახვედრად ხმების საჭირო რაოდენობა არ ეყო.