ნინი ბადურაშვილი „ოქროს ტალღაზე“ წლის საუკეთესო შემსრულებელი ქალის ჯილდოს მფლობელი რამდენიმე წლის წინ გახდა სიმღერით, რომელიც ქალიშვილს, ელენეს მიუძღვნა.
„ოქროს ტალღაზე“ წელს ერთი სიმღერით არის წარდგენილი.
წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონია 11 ივნისს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება. ღონისძიების სპეციალური სტუმარია კანადელი მომღერალი მარკ მარტელი, რომელიც ლეგენდარული „ქუინის“ კომპოზიციებს შეასრულებს.
ნინი ბადურაშვილი:
ასეთი დაჯილდოება ქვეყანაში აუცილებლად უნდა იყოს. მადლობა „ფორტუნას“ „ოქროს ტალღის“ შექმნისთვის. ეს არის მომღერლებისთვის დიდი სტიმული და დახმარება. წლიდან წლამდე ჯამდება, რას აკეთებ და დამსახურებულად იგებენ მუსიკოსები. ზის საკმაოდ კომპეტენტური ჟიური. „ოქროს ტალღა“ შოუბიზნესის განვითარებისთვის საქართველოში დიდ საქმეს აკეთებს.
ერთხელ მაქვს აღებული საუკეთესო ქალი შემსრულებლის ჯილდო. წელს არ მიაქტიურია, კინომ და გადაცემამ ჩემი დრო წაიღო. ერთი სიმღერა გამოვუშვი, რომელსაც ჰქვია „გულს“. ძალიან მიხარია, რომ არის ნომინანტებს შორის.
გავიგე, რომ ჩამოდის ფრედი მერკურის სიმღერების კარგი შემსრულებელი, მარკ მარტელი და ძალიან გამიხარდა. წინა წელს ლიზა ფიშერის მცირე კონცერტიდან დიდი სიამოვნება მივიღე. წელსაც, როგორც ჩანს, დიდი სიამოვნება გველოდება ამ კუთხითაც.
მინდა, ყველა ჩემს კოლეგას წარმატება ვუსურვო, თქვენ კი, შემოქმედებით ჯგუფს უფრო დიდ მასშტაბებზე გასვლა. რაც მთავარია, ჩვენ სიმღერებს არ მოგაკლებთ!.. (იღიმის).
„ოქროს ტალღის” მხარდამჭერია პროექტი „ჩექინ ჯორჯია” და ქალაქ თბილისის მერია. დაჯილდოების წარმდგენია „ლიდერ ფუდი“, მარკ მარტელის სპონსორი პე-ეს-პე -ს ფრანგული ბრენდები, მასპინძელი სასტუმრო „ვინდამ თბილისი”, ოფიციალური გადამყვანი „თურქიშ ეარლაინსი”, ღონისძიების უსაფრთხოებაზე ზრუნავს დაცვის სამსახური ომეგა ემბეერი. პარტნიორები: „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი“, „ლუტეცია“, „მაგთი“. საინფორმაციო მხარდამჭერი „რუსთავი 2“.