LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინელი ჭანკვეტაძე: „ბევრი ოჯახი ინგრევა, როცა შვილი არ ჰყავთ. იმის მაგივრად, რომ გავქცეულიყავით ერთმანეთისგან, მე და ზაზა ერთმანეთს ჩავეჭიდეთ…“

2384
ზაზა და ნინელი

ახლახან მსახიობი ზაზა მიქაშავიძე 31 მარტს 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. ნინელი ჭანკვეტაძისა და მისი სიყვარულის ამბავი საქვეყნოდ ცნობილია, მაგრამ ჟურნალი „სარკე“ კიდევ ერთხელ ახსენებს თავის მკითხველს და გვთავაზობს ამონარიდს ინტერვიუდან, რომელიც წლების წინ ნინელი ჭანკვეტაძემ ჟურნალს მისცა:

„ჩემი ოჯახის ტკივილი, ის, რომ მე და ზაზას 18 წელი შვილი არ გვყავდა, ბატონი მიშა თუმანიშვილის სადარდებელიც იყო. მისი გარდაცვალების შემდეგ მოხდა სასწაული და ანკაზე დავფეხმძიმდი. ყველა მეუბნებოდა, ბატონი მიშა იქიდან დაგეხმარა და მოგცა ის, რაც ცხოვრებაში ყველაზე მეტად გინდოდაო…

მე და ზაზა ჩვენი ტკივილით მოვდიოდით. შვილი არ გვყავდა და ეს სერიოზული გამოცდაა ნებისმიერი ადამიანისთვის. ჩვენ ამ გამოცდას გავუძელით. ამ გამოცდის სწორად ჩაბარების შედეგი იყო ანკას გაჩენა 18 წლის თავზე. ბევრი ოჯახი ინგრევა, როცა შვილი არ ჰყავთ. ალბათ, ძნელი წარმოსადგენია ოჯახი, რომელსაც არ უნდა, შვილი ჰყავდეს. ჩვენ კი, იმის მაგივრად, რომ გავქცეულიყავით ერთმანეთისგან, ჩავეჭიდეთ ერთმანეთს და უფლის იმედად დავრჩით. ვიფიქრეთ, რომ თუ ასე იყო საჭირო, ასე ვიქნებოდით. მერე კი ანკა გაჩნდა, რითაც ჩვენს ოჯახს უფრო მეტი სიყვარული შემოემატა…“

რატომ ცხოვრობდა ნინელი ჭანკვეტაძე 13 წელი ნაქირავებ ბინაში: „ალბათ, იმანაც, რომ შვილი არ გვყავდა, უფრო უდარდელად გვამყოფა ამ საკითხში…“

„ის ურთიერთობა, რაც გვქონდა, აღარ გვექნება არასდროს, ვკარგავ ხოლმე ასეთ ადამიანებს“ – ნინელი ჭანკვეტაძე ქეთი დოლიძეზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები