იტალიაში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი, ნინა მამუკაძე ქალიშვილთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ ამჟამად მისი გოგონა საქართველოშია, თავად კი იტალიაში და მის გარეშე ცხოვრება ძალიან რთულია:
„როგორ არ ვაფასებთ უმნიშვნელოვანეს რაღაცებს, როცა ის ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი ხდება, ვთვლით, რომ ეს ნორმაა და მორჩა. ქეთა ერთი კვირის წინ საქართველოში წავიდა არდადეგების გასატარებლად და ერთი კვირაა ადგილს ვერ ვპოულობ, სულ მაკლია, სულ მგონია, რომ ახლა შემოვა სახლში, ნერვებს რომ მიშლის ხოლმე, ისიც კი მენატრება.
ემიგრანტო დედებო, ვისაც შვილები საქართველოში გყავთ, თქვენ ხართ მართლა გმირები და ძეგლს კი არა, ყველაფერ ამ და იმქვეყნიურ სიკეთეს იმსახურებთ. ყველას გისურვებთ, რაც შეიძლება მალე მოგეგვარებინოთ პრობლემები და ჩახუტებოდეთ თქვენს შვილებს“.