LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინა კობახიძე: „უკვე მერამდენე ადამიანი, საქართველოში სიმსივნის დიაგნოზდასმული მეორედ იბადება სხვა ქვეყანაში…“

nina-kobakhidze.

ერთ-ერთი სადაზღვევო კომპანიის დამფუძნებელი, ნინა კობახიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, რომელიც საქართველოში სიმსივნის დიაგნოზირებას უკავშირდება. მისი თქმით, ამ მხრივ ქართულ ჯანდაცვის სისტემას დიდი პრობლემა აქვს.

გთავაზობთ ნინა კობახიძის სტატუსს ამ თემაზე:

„უკვე მერამდენე ადამიანი, აქ სიმსივნე (ბოლო სტადია ) დიაგნოზდასმული მეორედ იბადება სხვა ქვეყანაში, როდესაც ეუბნებიან, რომ არაფერი სჭირს.

მეც მათთან ერთდ ვიბადები ხოლმე უკვე მერამდენედ…

ან ონკოლოგიური პრობლემების დიაგნოსტირება გახდეს უფრო ეფექტური, ან სახელმწიფომ დააფინანსოს „ვაუჩერები“ საზღვარგარეთ გადამოწმების მიზნით, თორემ ისე გაგჭრიან და ამოგცლიან ხანდახან საჭირო ორგანოს, სულ ჯანმრთელი რომ იყო, თავიდან დაგემართება სტრესისგან…

ამ თემას სჭირდება სერიოზული მიხედვა, მილიონობით ლარის გადინებებზე აღარ ვსაუბრობ.

გაუმარჯოს საერთაშორისო სამედიცინო დაზღვევას:(“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები