ბლოგერი გურამ შეროზია საქართველოში დაბრუნებული მომღერლის, ნინა წკრიალაშვილის პირველ სატელევიზიო ინტერვიუს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„როგორი საწყენია ეს ყველაფერი და ასჯერ უფრო მძიმე პრობლემები დგას ამ ლამაზი და მომღიმარი სახის მიღმა…
ყველამ იცით, ჩემი ნებისყოფის, მოთმინების უნარის, სიძლიერისა თუ სიმშვიდის შესახებ და მაინც – არაერთხელ ვყოფილვარ ზღვარზე, თან ძალიან ცუდი რამეების ზღვარზე…
თქვენი აზრით, მსოფლიოშიც რატომ ასრულებენ ცნობადი ადამიანების დიდი ნაწილი საკმაოდ ან ძალიან ცუდად? წვეთ-წვეთი ჰეითი, აგრესია, მასობრივი ონლაინ თავდასხმა, წამიერად იღებენ ადამიანები სიამოვნებას ამით, ჩემთვის გაუგებარი ლოგიკით და სხვა ადამიანებს მრავალწლიან ჭრილობებს უტოვებენ.
რა მარტივია ერთი შეხედვით: ცნობადობა, ბევრი რამის ხელმისაწვდომობა, ლაღი ცხოვრება, გართობა და ამ დროს რამდენი პრობლემა დგას ამ ყველაფრის მიღმა. რამდენი ადამიანი გაიქცა და გაქრა ეკრანებიდან, რადგან ვერ გაუძლეს…
არ ვიცი რა იქნება შემდეგ, ან რით დასრულდება ეს ყველაფერი, მაგრამ რთულია, ძალიან და მინდა გავიაზროთ და აღარ ვიყოთ სასტიკები.
ნინა აუცილებლად დაიწყებს კიდევ და ყველაზე უფრო მაგრად და წარმატებულად, მაგრამ, მაგრამ… გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“, – წერს გურამ შეროზია.