LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკუშა კანდელაკი ქუინსი ჯონსთან იმუშავებს

129

„ისთერნ პრომოუშენის“ წევრი, ნიკუშა კანდელაკი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლობს, მალე ლეგენდარული კომპოზიტორისა და პროდიუსერის, ქუინსი ჯონსის გუნდში იმუშავებს. ამის შესახებ თავად წერს „ფეისბუქზე“.

„თავს დალოცვილად ვგრძნობ. ამდენი მძიმე მუშაობისა და ყველა ჩემი მცდელობის შემდეგ, ყველაფერი დაფასდა იმაზე მეტად, ვიდრე ამას ველოდი. რამდენიმე დღის წინ, მივიღე იმეილი დაუჯერებელი ახალი ამბით. ხანგრძლივი პროცედურების შემდეგ, ქუინსი ჯონსის პროდაქშენის წევრი გახვდები. შეუფასებელ გამოცდილებასა და ცოდნას მივიღებ 2017 წლის იანვრიდან.

უდიდესი პატივია, რომ ცოცხალი ლეგენდის, ქუინსი ჯონსისა და მისი გუნდის მუშაობაში მივიღებ მონაწილეობას, ყველაფერს გავაკეთებ, რომ მათი მოლოდინი და იმედები გავამართლო. მადლობა მათ, ვინც ამ წლების განმავლობაში მხარს მიჭერდა.

გაკვეთილი პირველი: ყოველთვის მიეცით მოტივაცია საკუთარ თავს, რომ იმუშაოთ გულმოდგინედ და ერთ დღეს შედეგი აუცილებლად დადგება“ – წერს ნიკუშა „ფეისბუქზე“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები