LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკუშა კანდელაკი ამერიკელ ბასისტზე ქორწინდება (ვიდეო)

1112

ნიკუშა კანდელაკი და ცნობილი ამერიკელი ბასისტი და მომღერალი, ნიკ უესტი ქორწინდებიან. ამის შესახებ ნიკუშას მიერ დადებული ვიდეოდან ირკვევა. ქართველმა ბიჭმა ნიკს ხელი მის კონცერტზე მსმენელის წინაშე სთხოვა და თანხმობაც მიიღო.

წყვილმა ერთმანეთი 2016 წელს საქართველოში გაიცნო, როცა ნიკი “ისთერნ პრომოუშენსის” მოწვევით საახალწლო კონცერტს ატარებდა. ნიკუშა აშშ-ში სწავლობს და მათი ურთიერთობაც იქ განვითარდა.

ნიკუშა “ისთერნ პრომოუშენსის” გუნდის წევრი და კულტურის მინისტრის მოადგილის, კახა კანდელაკის შვილი გახლავთ.

რადიო “ფორტუნა” ულოცავს წყვილს და ბედნიერებას უსურვებს.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები