Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
„ნიკორასთან“ დაკავშირებული სალმონელოზის შემთხვევების გამო ბევრი შეკითხვაა ამ დაავადების ირგვლივ.. მოკლე ინფორმაცია სალმონელოზზე“ – ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი  – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნიკორასთან“ დაკავშირებული სალმონელოზის შემთხვევების გამო ბევრი შეკითხვაა ამ დაავადების ირგვლივ.. მოკლე ინფორმაცია სალმონელოზზე“ – ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი 

349
ფორტუნა - 2023-08-25T152646.509

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ  „ნიკორა ტრეიდის“ მზა კერძების წარმოების საწარმოო პროცესის შეჩერებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისი თქმით, მომხდარის შემდეგ ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება სალმონელოზზე.

ინფექციონისტი დაავადების გამომწვევ მიზეზებზე წერს.

“ნიკორა ტრეიდი“ მზა კერძების მცირე ზომის საწარმოს წარმოების პროცესის შეჩერების მიზეზთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„ნიკორასთან დაკავშირებული სალმონელოზის შემთხვევების გამო ბევრი შეკითხვაა ამ დაავადების ირგვლივ.

მოკლე ინფორმაცია სალმონელოზზე:

ეს არის ბაქტერიული ინფექცია, რომელიც შეიძლება დაგვემართოს ადამიანის, ან ცხოველის ფეკალიით დაბინძურებული საკვების, ან წყლის მიღებით.

ინფექციის წყაროს ძირითადად წარმოადგენს თერმულად არასაკმარისად დამუშავებული ხორცი, ფრინველი, რძის პროდუქტები.

ინფიცირება შეიძლება ასევე მოხდეს ცურვის დროს (აუზში – ადეკვატურად ქლორირება ამ რისკს თავიდან გვაცილებს, ტბაში, მდინარეში).

შეიძლება პროდუქტი თერმულად კარგად იყოს დამუშავებული, მაგრამ ინფიცირების რისკი შეიქმნას მისი დაბინძურებით უმი პროდუქტებიდან – მაგალითად, უმი ხორცის ან ქათმის დაჭრის შემდეგ გამოყენებული დანის, დაფის, სამზარეულოს ზედაპირების არასაკმარისად გარეცხვის/დამუშავების შედეგად.

ასევე რისკის შემცველია ხელის არასაკმარისი დაბანა, რომელიც შეიძლება დაბინძურებული იყოს უმი პროდუქტით.
ამიტომ უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ სამზარეულოში (რესტორნებში და სახლის სამზარეულოში) მკაცრად იყოს გამიჯნული უმ ხორცზე/ქათამზე გამოყენებული დაფები/ჭურჭელი და თუ სამზარეულოს ზედაპირი დაბინძურდა ხორცით/ქათმით/უმი კვერცხით, კარგად იყოს გავასუფთავებული.

ძალიან მნიშვნელოვანია სალათის ფურცლების/მწვანილის ზემიწევნით გარეცხვა.

მზა საჭმელი დიდხანს არ უნდა დარჩეს გარეთ, მალე უნდა მოთავსდეს მაცივარში, რომ თავიდან ავიცილოთ სალმონელას/სხვა ბაქტერიების გამრავლება.

რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფერმებში დაკვლის და შეფუთვის დროს დაცული იყოს წესები და არ მოხდეს ხორცის/ქათმის დაბინძურება, თუმცა თუ სამზარეულოში უმი პროდუქტის დამუშავებისას ზემოთ აღწერილ წესებს დავიცავთ, ადამიანის ინფიცირების რისკს მინიმუმამდე შევამცირებთ.

ვრცელი პოსტი გამოვიდა და ამიტომ სიმპტომებზე და მკურნალობაზე ცალკე დავწერ.“ – წერს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში.

 

ნიკორასთან დაკავშირებული სალმონელოზის შემთხვევების გამო ბევრი შეკითხვაა ამ დაავადების ირგვლივ.
მოკლე ინფორმაცია…

Posted by Maia Butsashvili on Friday, August 25, 2023

შეგახსენებთ, 24 აგვისტოს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „ნიკორა ტრეიდის“ მზა კერძების წარმოებას საწარმოო პროცესი შეუჩერა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები