LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნიკორამ” თანამშრომლებს კომპანიის აქციები აჩუქა

143

2018 წელს, „ნიკორას“ ბაზარზე არსებობის 20 წელი უსრულდება. საიუბილეო წელთან დაკავშირებით, კომპანიამ თანამშრომლებისთვის ახალი წლის განსხვავებულად მილოცვა გადაწყვიტა – ყველა თანამშრომელმა საჩუქრად „ნიკორა სუპერმარკეტის“ აქცია მიიღო და 2018 წლიდან, „ნიკორაში“ დასაქმებული 4000-ზე მეტი ადამიანი კომპანიის აქციონერი გახდება.

„ჩვენ ერთად შევძელით, ის რომ დღეს, „ნიკორა სუპერმარკეტი“ საცალო გაყიდვების უპირობო ლიდერია. ეს დიდი შრომის და იმ ადამიანების დამსახურებაა, ვინც 20 წლის განმავლობაში კომპანიის შექმნასა და განვითარებაში იღებდა მონაწილეობას. კომპანიისთვის უმნიშვნელოვანესი აქ დასაქმებული ადამიანებია, ამიტომ საიუბილეო წელთან დაკავშირებით, კომპანიის აქციონერების გადაწყვეტილებით, თითოეულ თანამშრომელს საჩუქრად „ნიკორა სუპერმარკეტის“ აქციები გადაეცა,“-აცხადებს სს „ნიკორა ტრეიდის“ აღმასრულებელ დირექტორი დავით ურუშაძე.

შეგახსენებთ, ნიკორამ“ ფასიანი ქაღალდების გამოშვება რამდენჯერმე წარმატებით უზრუნველყო. 2016 წელს, სს „ნიკორა ტრეიდმა“ 5 მილიონი დოლარის, 2017 წლის ზაფხულში კი სს “ნიკორამ“ – 10 მილიონი დოლარის ღირებულების ობლიგაციები განათავსა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები