LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლოზ ყიფშიძე: შევხვდი სააკაშვილის მკურნალ ექიმებს, ჩავთვალეთ, რომ ოპტიმალური მკურნალობა მიმდინარეობს

998
46be0000-0aff-0242-2997-08d9900a95a5_w1200_r1

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე და ნევროლოგი ოთარ თოიძე კლინიკა „ვივამედში“ სააკაშვილის მკურნალ ექიმებს შეხვდნენ.

როგორც ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, მისი შეფასებით, ოპტიმალური მკურნალობა მიმდინარეობს.

გიული ალასანია: სამ დღეში პრემიერი ბრიუსელში მიბრძანდება, შემექმნა შთაბეჭდილება, რომ საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილის გადმოყვანა მოჩვენებითია, რაც ბრიუსელისთვის გაკეთდა – აპირებენ ისევ ციხეში დაბრუნებას, სადაც უსათუოდ მოკვდება

„შეხვედრა გვქონდა მთავარ ექიმთან, პროფესორ ჩხაიძესთან და მკურნალ ექიმებთან. ასევე რამდენიმე განყოფილების გამგესთან. გავიარეთ მკურნალობის კურსი, როგორ მკურნალობენ პრეზიდენტს. დავსახეთ გეგმა შემდეგი ტესტირების, როდის და რა უნდა გაკეთდეს. დეტალურად ვერ გეტყვით, რა კვლევებზეა საუბარი. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ოპტიმალური მკურნალობა მიმდინარეობს. არის მთელი ბრიგადა, სხვადასხვა პროფესიის ექიმები არიან – ნევროპათოლოგები, შინაგან სნეულებათა ექიმი, გასტროენტეროლოგი, ქირურგი და ა.შ. მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას ვერ მოგახსენებთ, რადგან პენიტენციურმა სამსახურმა არ შემიშვა მასთან. ექიმმა მომცა წერილი, სადაც წერია, შეუშვით ექიმი ყიფშიძე სანახავად, მაგრამ შემდეგ პენიტენციურმა სამსახურმა გადარეკა-გადმორეკა და უარი თქვეს. მიზეზს არ ასეხელებენ“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები