LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლოზ სამხარაძე ევროკავშირს ტერმინის – „სამხრეთ ოსეთის“ დოკუმენტებიდან ამოღებას სთხოვს

97
ნიკოლოზ სამხარაძე

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ევროპარლამენტარ სვენ მიქსერს მიმართა, რომ ევროკავშირისა და მისი სტრუქტურების ოფიციალური დოკუმენტებიდან ტერმინი – „სამხრეთ ოსეთი“ ამოიღონ.

სვენ მიქსერს დღეს ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე უსმენდნენ. ევროპარლამენტარის გამოსვლის შემდეგ სამხარაძემ უთხრა სვენ მიქსერს, რომ საქართველო ამ ტერმინს არ იცნობს და არ არის სასიამოვნო, როცა მისი პარტნიორები იყენებენ ტერმინ „სამხრეთ ოსეთს“.

„სამხრეთ ოსეთი“ – ასეთ წარმონაქმნს საქართველოს კონსტიტუცია არ იცნობს. როგორ შეიძლება, რომ ამოვიღოთ ეს ტერმინი საერთოდ თქვენი ოფიციალური დოკუმენტებიდან. – ამიმართა ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მომხსენებელს, სვენ მიქსერს.

მისი განცხადეიბთ, ეს არის სტალინისტური ტერმინი და სასიამოვნო არაა, როდესაც ევროკავშირი ან თუნდაც ნებისმიერი ჩვენი პარტნიორი სახელმწიფო, სწორედ, ამ სტალინის დროინდელ დასახელებას იყენებს.

სამხარაძის თქმით, დასავლეთი ებრძვის სტალინისტურ გამოვლინებებს და ამის საწინააღმდეგოდ, თავის ყველა დოკუმენტში იყენებს ტერმინს „სამხრეთ ოსეთი“.

„ეს სტალინისტური ტერმინია და შეიქმნა 1922 წელს. ამიტომ, ჩემი უმორჩილესი თხოვნა იქნება ვიფიქროთ ამ საკითხზე და თუ რაიმე ჩვენგან არის საჭირო, ოფიციალური მომართვა, ამას ჩვენ გავაკეთებთ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები