საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მამა ნიკოლოზ სააკაშვილი ითხოვს მოსამართლე გიორგი არევაძე კლინიკა „ვივამედში“ მივიდეს.
„ვივამედის“ დირექტორი ზურაბ ჩხაიძე მოგვიწოდებს, განსაკუთრებით დედას – გიულის მოვიდეს და დაარწმუნოს პაციენტი რომ იკვებოს და მიიღოს მკურნალობა. მაშინ, როცა მიშა თავისი ფეხით შევიდა კლინიკაში და დღეს რეანიმაციას საჭიროებს, ალოგიკურია! გასაოგნებელია, როდესაც შეშინებული მედიკოსები მაშველ რგოლად იხმობენ დედას და ოჯახს. თუ კლინიკას ვერ ძალუძს პაციენტის მოვლა მაშინ თვით „ვივამედიც“ აქტიურად შეუერთდეს ექსპერტების მოთხოვნას მიშას გაყვანაზე. თუ ესეც არ შეგიძლიათ გადმოგვეცით ოჯახს მიშა და ჩვენ მოვუვლით ბოლოს და ბოლოს ექიმები ვართ. და კიდევ ერთი – მოსამართლე დაუყოვნებლივ მოვიდეს კლინიკაში და ნახოს პაციენტი. დიდი ექიმობა არაა საჭირო მძიმე მდგომარეობის შესაფასებლად და გადაწყვეტილების მისაღებად“, – წერს ნიკოლოზ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.