LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლოზ კვარაცხელიას საქმეზე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით 1 პირი დამნაშავედ ცნეს – მას 3 წლის ვადით პატიმრობა ემუქრება

55
ნიკო კვარაცხელია

ნიკოლოზ კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმეზე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის ბრალდებული ი.ბ. სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, მას სასჯელის სახედ და ზომად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა:

„თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნიკოლოზ კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმეზე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის ბრალდებული ი.ბ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულისთვის ცნობილი იყო, რომ ა.ჭ.-ს და გ.კ.-ს ჩადენილი ჰქონდათ ნიკოლოზ კვარაცხელიას განზრახ მკვლელობა და მათ პოლიცია ეძებდა, თუმცა, მან დაფარა ბრალდებულთა ადგილსამყოფელი, არ შეატყობინა სამართალდამცველებს და დანაშაულის ჩამდენი პირები საცხოვრებელ სახლში შეიფარა.

სამართალდამცველებმა ი.ბ. 24 თებერვალს მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მესამე ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის საქმიდან ცალკე წარმოებად გამოყოფილია სისხლის სამართლის საქმე მკვლელობასთან შესაძლო კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება მიმდინარეობს“, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ისინი უკვე ერთმანეთისთვისაც საშიშნი არიან!.. პატივცემულო მოსამართლე, იყავით მართალი ღვთისმშობლის წინაშე..“ – რა მიმართვას ავრცელებს ნიკო კვარაცხელიას დედა

„ნიკო იყო მომავალი და გრძელდება მომავალში“ – ნიკო კვარაცხელიას ვიდეო, სადაც Feedc-ის უპირატესობაზე საუბრობს

“ერთი წელი გავიდა სასტიკი მკვლელობიდან…ბატონო პრემიერო, გთხოვთ, განადგურებული ხუთი შვილის დედა…” – ნიკო კვარაცხელიას დედა

მოკლეს! რატომ, რისთვის? თაობებს ეცოდინებათ, როგორი მომავლის ბიჭი გვყავდა…მისი სახელის უკვდავსაყოფად ულამაზეს სკვერს ნიკო კვარაცხელიას სახელი მიენიჭა – ნინო ზამბახიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები