LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლოზ ბასილაშვილის წარმატება დიდწილად დაკავშირებულია მის ყოფილ ცოლთან – ადვოკატი

930
BeFunky-collage (14)

“თუ ვინმეს და გიამაყიათ ნიკოლოზის წარმატებით, უნდა იცოდეთ, რომ მისი წარმატება დიდწილად დაკავშირებულია მის ოჯახთან და, პირველ რიგში, მის ყოფილ ცოლთან“,-ამის შესახებ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის ადვოკატმა ანა აბაშიძემ განაცხადა.

მისი თქმით, თავად ნელი დოროყაშვილმა უარი თქვა პირად კარიერულ წინსვლაზე.

„ქალბატონი ნელი პრაქტიკულად 8 წელი იყო ნიკოლოზ ბასილაშვილთან თანაცხოვრებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილის წარმატება პირდაპირ უკავშირდება მათი თანაცხოვრების პერიოდს. ამაზე თავად ნიკოლოზი საუბრობს არაერთ მედიაგადაცემაში, ბეჭდურში თუ სატელევიზიოში და ის აღიარებს აწ უკვე მისი ყოფილი ცოლის როლს მის სპორტულ კარიერაში. ასე რომ, თუ ვინმეს და ძალიან ბევრს გიამაყიათ ბატონი ნიკოლოზის წარმატებით, უნდა იცოდეთ, რომ მისი წარმატება დიდწილად დაკავშირებულია მის ოჯახთან და, პირველ რიგში, მის ყოფილ ცოლთან“, – განაცხადა ანა აბაშიძემ.

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ ცოლზე მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ძალადობის ბრალდებით 22 მაისს დააკავეს. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 100 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბასილაშვილს სამ წლამდე პატიმრობა ან გამოსასწორებელი სამუშაოს შეფარდება ემუქრება. ნიკოლოზ ბასილაშვილი ბრალს არ აღიარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები