ყოფილ ცოლზე, ნელი დოროყაშვილზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ცნობილი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი სააპელაციო სასამართლომაც გაამართლა.
მოსამართლემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.
ცნობისთვის, პოლიციამ ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ ცოლზე განხორციელებული ძალადობის ბრალდებით, გასული წლის 22 მაისს დააკავა, 24 მაისს კი სასამართლომ ის 100 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბასილაშვილი 21 ოქტომბერს ოჯახში ძალადობის საქმეზე უდანაშაულოდ ცნო. ცნობილი ჩოგბურთელი ხუთივე ეპიზოდში გამართლდა.