პეკინში ჩინეთის პირველობის ფინალი, ნიკოლოზ ბასილაშვილის ტრიუმფით დასრულდა.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო ანგარიშით 6:4, 6:4 დაამარცხა.
თამაში 1 საათსა და 41 წუთს გაგრძელდა.ბასილაშვილმა მესამე გეიმში პირველი ბრეიკი გააკეთა. სამხრეთამერიკელმა სპორტსმენმა კი მეექვსე გეიმში ორი ბრეიკ-პოიტი ვერ გამოიყენა.
ამ გამარჯვებით ბასილაშვილმა კარიერაში ATP-ის მეორე ტიტული მოიპოვა.