LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლას ქეიჯი დეპრესიას ებრძვის

136

მას შემდეგ, რაც ნიკოლას ქეიჯი მეუღლეს, ელის კიმს დაშორდა, წელიწადზე მეტი გავიდა, თუმცა როგორც ჩანს, ის ჯერ კიდევ ებრძვის ამ დაშორებით გამოწვეულ დეპრესიას. მსახიობი აღარ უვლის თავს, დროის უმეტეს ნაწილს იაფფასიან პაბებში ატარებს და ვიზიტორებს ეფლირტავება. ამ დღეებში პაპარაცებმა ის მორიგი გოგოს გაცნობის პროცესში გადაიღეს.

თვითმხილველების თქმით, მან ხმამაღლა წარუდგინა თავი გოგონას და შემდეგ მისი გამასპინძლება მოინდომა, თუმცა ამ დროს ქალბატონს მეუღლემ მოაკითხა. ქეიჯი მიხვდა, რომ უხერხულ სიტუაციაში მოხვდა და მალევე გაეცალა იქაურობას.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი მეუღლე მან სწორედ კორეულ რესტორანში გაიცნო, სადაც ის ოფიციალნტად მუშაობდა. წყვილი რამდენიმე თვეში დაქორწინდა. მათ საერთო ვაჟი ჰყავთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები