“გრემის” მფლობელი მესაყვირე ნიკოლას პეიტონი დღეს თბილისის ჯაზფესტივალის ფარგლებში კონცერტს ფილარმონიაში მართავს. მანამდე მუსიკოსმა თავისი ტრიოს წევრებთან ერთად ძველი თბილისი და განახლებული აღმაშენებელი დაათვალიერა. მათთან ერთად ასევე იყო ქენდის დალფერის პროდიუსერიც.
შემდეგ მათ “აკადემია ლაუნჯ რესტორანში” გადაინაცვლეს, სადაც ივახშმეს და ქართული სამზარეულო დააგემოვნეს. სტუმრები განსაკუთრებით ღვინით მოიხიბლნენ, ასევე მოეწონათ ჩურჩხელა და ტყლაპი და გადაწყვიტეს, ეს ყველაფერი თან წაიღონ.
შეგახსენებთ, თბილისის ჯაზფესტივალი გუშინ, 10 ნოემბერს, ბრიტანელი ჯაზმუსიკოსის ჯეიმი კალუმის კონცერტით გაიხსნა.
ნიკოლას პეიტონის დღევანდელო გამოსვლის გარდა, ამ შაბათ-კვირას გველოდება ქენდი დალფერისა და გრეგორი პორტერის კონცერტები.