კარაკასში პრეზიდენტის სასახლეში, როდესაც ნიკოლას მადურო უცხოური პრესისთვის პრესკონფერენციას მართავდა, შუქი ჩაქრა. გავცელებული ცნობით, ეს სადგურ „სანტა მონიკაზე“ მომხდარი ავარიის გამო მოხდა.
https://twitter.com/ERIKEO5555/status/1093915480736391169?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1093915480736391169&ref_url=https%3A%2F%2Fimedinews.ge%2Fge%2Ftabloidi%2F95990%2Fnikolas-maduros-preskonperentsiis-dros-shuqi-chaqra-video
ქვეყანაში მადუროს პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის მოთხოვნით მასშტაბური საპროტესტო აქციები 23 იანვარს დაიწყო. ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა ხუან გუაიდომ, რომელიც ოპოზიციის აქციის ორგანიზატორია, იმავე დღეს თავი მოქმედ პრეზიდენტად გამოაცხადა.
საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებების მიუხედავად, ნიკოლას მადურო საპრეზიდენტო არჩევნებზე უარს ამბობს და ამის ნაცვლად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ინიციატივით გამოდის. ამ დროისთვის ეროვნულ ასამბლეას მადუროს ოპოზიცია აკონტროლებს.მადუროს მხარს უჭერენ რუსეთი, თურქეთი და ჩინეთი.