ნიკოლას კეიჯის მეოთხე ქორწინება უდაოდ ყველაზე რეკორდული გამოდგა, რადგან ის მხოლოდ 4 დღეს გაგრძელდა. ცნობილია, რომ მსახიობმა ოფიციალურად შეიტანა განცხადება განქორწინებაზე. 55 წლის კეიჯი და 23 წლის ვიზაჟისტი ერიკა კოიკო 23 მარტს დაქორწინდნენ, ოფიციალური განქორწინების თაობაზე განცხადება კი ზუსტად 4 დღის შემდეგ დაარეგისტრირეს.
როგორც ინსაიდერები ამბობენ, ამის მიზეზი კეიჯის პარანოია გახდა. ის ერიკა კოიკოს ყოფილ მეგობარ მამაკაცს ნარკოდილერობაში ადანშაულებდა და ეშინოდა, რომ მას გაქურდავდნენ. ნიკოლას კეიჯისა დ ერიკა კოიკეს რომანი წელიწადზე მეტი ხანს გაგრძელდა. იქამდე მსახიობი სამჯერ იყო დაქორწინებული.