LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლ კიდმანს ქმარი სცენაზე გასვლის ნებას ყოველთვის არ აძლევს

433

49 წლის ნიკოლ კიდმანმა განაცხადა, რომ მისთვის ოჯახი და სახლი ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე სამსახური.

„ქმარი და შვილები უფრო მიყვარს, ვიდრე სამსახური,“ – განაცხადა გადაცემის Today Show ეთერში კიდმანმა.

მსახიობი ქმართან, 49 წლის მუსიკოს კიტ ურბანთან და შვილებთან ერთად განიხილავს კარიერულ გეგმებს.

„ოჯახის წევრები ვსხდებით და განვიხილავთ, როდის შეუძლია დედიკოს, იმუშავოს ახალ ფილმზე, ან მამიკოს – გაემგზავროს ტურნეში,“ – განმარტა კიდმანმა.

ნიკოლი და კიტი ორ შვილს ზრდიან – სანდეი როუზს და ფეიტ მარგარეტს. ხმის უფლება ბავშვებსაც აქვთ და მათ აზრს ყოველთვის ითვალისწინებენ.

„სპექტაკლი, რომელშიც ლონდონში ვიღებდი მონაწილეობას, ნიუ-იორკში დაიდგა და მინდოდა, იქაც მეთამაშა. ქმარმა და შვილებმა კი ნება არ მომცეს. სიამოვნებით ვითამაშებდი ბროდვეიზე, თუმცა ქმარი და შვილები ძალიან მიყვარს და ეს როლიც, მაინცდამაინც, არ მიზიდავს,“ – აღნიშნა ნიკოლმა.

https://www.instagram.com/p/BMj1Xd2g-F9/

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები