როგორც ცნობილია, ტომ კრუზმა და ნიკოლ კიდმანმა ქორწინების პერიოდში ორი ბავშვი იშვილეს. მათგან ერთ-ერთი გახლავთ ბელა კიდმან-კრუზი, რომელიც საზოგადოების წინაშე ძალიან იშვიათად ჩნდება და პაპარაცების ობიექტივშიც პრაქტიკულად არასდროს მოხვედრილა.
30 წლის ბელა მხატვარია და მის სოციალურ ქსელში არაერთ შთამბეჭდავ ნამუშევარს ნახავთ. მან ახლახან „სელფი“ გაავრცელა. მედიის ცნობით, ვარსკვლავური წყვილის შვილებს დედასთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ, ინსაიდერების ცნობით, ნიკოლი მათ დღემდე არ ეკონტაქტება.
ცნობისთვის, ნიკოლ კიდმანს კიტ ურბანთან ორი ბიოლოგიური შვილი ჰყავს, კრუზს კი კეიტი ჰოლმსისგან ერთი ქალიშვილი.
შეგახსენებთ, ტომი და ნიკოლი 1990 წელს დაქორწინდნენ. 2001 კრუზმა განქორწინების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა.
„ტომ კრუზს ერთადერთი ბიოლოგიური შვილი 10 წელია არ უნახავს“ – უახლესი დეტალები
„ტომ კრუზი „ოსკარის” ცერემონიალზე ნიკოლ კიდმანის გამო არ მივიდა“ – დასავლური მედია
აყვანილმა შვილმა ტომ კრუზი და ნიკოლ კიდმანი საკუთარ ქორწილში არ დაპატიჟა