LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლ ფაშინიანსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

63
8f95b179279ddb557f1f37193c006868

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ზარის ინიციატორი თავად ნიკოლ ფაშინიანი იყო.

“საუბარი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ინიციატივით გაიმართა. ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი ღარიბაშვილს აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მორიგ სამხედრო გამწვავებასა და დაპირისპირების შედეგად შექმნილ ვითარებაზე ინფორმაცია მიაწოდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მხარეები მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდებიან და ვითარება მშვიდობიანი გზით გადაიჭრება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, განახორციელოს აქტიური მედიაცია რეგიონში დეესკალაციისა და მშვიდობისათვის,”- ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„თუ რაიმე როლის შესრულება შეგვიძლია, ყველანაირად მზად ვართ“ – უნდა შეიკრიბოს თუ არა უსაფრთხოების საბჭო, რას ამბობს კობახიძე სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებულ ვითარებაზე

ცნობისთვის, რუსეთი აცხადებს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სროლა მისი შუამავლობით შეწყდა. უფრო ადრე, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა აზერბაიჯანული წყაროებით, თუმცა, რუსეთის შუამავლობა ნახსენები არ ყოფილა.

ამასთან, ცნობილი ხდება, რომ საფრანგეთი გაეროს უშიშროების საბჭოში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მომხდარ შეტაკებასთან დაკავშირებულ საკითხს წამოჭრის.სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებები შუაღამისას დაიწყო და მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.

სომხეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მათი მინიმუმ 49 ჯარისკაცი დაიღუპა.

49 ადამიანი დავკარგეთ – ფაშინიანის განცხადება შეტაკებებზე და აზერბაიჯანული წყაროების ბოლო ცნობები საზღვრის გასწვრივ არსებულ ვითარებაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები