სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მეუღლე, ანა ჰაკობიანი კიევში, მენტალური ჯანმრთელობის საკითხებისადმი მიძღვნილ, ქვეყნების პირველი პირების მეუღლეების სამიტზე მონაწილეობს.
ნიკოლ ფაშიანიანი: უკრაინასთან ომში ჩვენ არ ვართ რუსეთის მოკავშირე
ფაშინიანის თქმით, დასავლეთში ფიქრობენ, რომ სომხეთი, ამ საკითხში, რუსეთის მოკავშირეა, თუმცა, რუსეთში განწყობა საპირისპიროა.
დღევანდელ სამიტს, კიევში, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გახსნის. სომხური მედიის ცნობით, ანა ჰაკობიანი კიევში ჰუმანიტარულ დახმარებას ჩაიტანს.
სამიტის მომხსენებლებს შორის არიან: ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლე, ალბანეთის პირველი ლედი, ავსტრიის პრეზიდენტის მეუღლე, კვიპროსის პირველი ლედი, ჩეხეთის რესპუბლიკის პირველი ლედი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა.
როგორც azatutyun.am წერს, უკრაინაში ომის დაწყებიდან ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სომხეთმა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება ჩაუტანა. რამდენიმე თვის წინ კი ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი რუსეთ-უკრაინის ომში, რუსეთის მოკავშირე არაა.