LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლ ფაშინიანი მზადაა, სომხეთის პრემიერ-მინისტრი გახდეს

55

სომხური ოპოზიციის ლიდერის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მზადაა სომხეთის პრემიერმინისტრი გახდეს, „თუკი ხალხი მას ამ პასუხისმგებლობას დააკისრებს“. მისი თქმით, დიდია იმის ალბათობა, რომ ასეც მოხდება.

ოპოზიციონერის განცხადებით, მას ამომრჩეველთა 90 % მხარს უჭერს. ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ პრემიერმინისტრი უნდა გახდეს ხალხის წარმომადგენელი, ხოლო „რესპუბლიკური პარტიის“ დრო უკვე წარსულს ჩაბარდა.

„ვაპირებ პრემიერის მოვალეობის შემსრულებელ კარაპეტიანთან საუბარს, ვაპირებთ საუბარს რესპუბლიკურ პარტიასთან. ჩვენ დაჟინებით ვითხოვთ, რომ მოლაპარაკებებში მონაწილეობა მიღონ პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა, პარლამენტის სპიკერმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა“, – განაცხადა ოპოზიციის ლიდერმა.

შეგახსენებთ, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის მთავრობასთან მოლაპარაკებების გამართვას ხვალ აპირებს.

პარალელურად, პარლამენტში აცხადებენ, რომ სომხეთის ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევნები, შესაძლოა, 2 მაისს გაიმართოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები