LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლ ფაშინიანი: ჩემი წასვლით თუ ყველა გამოწვევა ნეიტრალიზებული იქნება, ამას გავაკეთებ, არ ვებღაუჭები სავარძელს, მაგრამ ჩემი ყველა ანალიზი აჩვენებს, რომ გადადგომის შემთხვევაში უარესი იქნება

559
fot

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანს აცხადებს, რომ მისი თანამდებობიდან გადადგომა სომხეთის პრობლემებს ვერ მოაგვარებს.

ამის შესახებ განცხადება ფაშინიანმა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

„ჩემი წასვლით თუ ყველა გამოწვევა ნეიტრალიზებული იქნება, მე ამას გავაკეთებ. მე არ ვებღაუჭები სავარძელს, მაგრამ ყველა ჩემი ანალიზი აჩვენებს, რომ ჩემი გადადგომის შემთხვევაში უარესი იქნება. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომაც არ ვტოვებ თანამდებობას“, – განაცხადა ფაშინიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები