LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკო ქართველი: „ყოფილი მეუღლეც მოვატყუე და ახლანდელიც… ჩემი დანაშაული ვაღიარე, შეუცდომელი არავინაა…“

325
სალომე უშხვანი და ნიკო ქართველი

„პრაიმჰაუსის“ მონაწილე ნიკო ქართველი ჟურნალ „გზის“ კითხვას პასუხობს, შეიძლება თუ არა იმის თქმა, რომ ყოფილი მეუღლე მოატყა:

„ყოფილი მეუღლეც მოვატყუე და ახლანდელიც. ამ ორ ადამიანს შორის დამნაშავე მე ვარ. სალომეს საერთოდ წარმოდგენა არ ჰქონდა, რა ხდებოდა, რადგან მისი დაკარგვა იმ დონეზე არ მინდოდა, რომ ვატყუებდი. არ მინდოდა, ამ ურთიერთობაში რამე შემშლოდა. ანალოგიურად, ჩემს ყოფილ მეუღლესაც ვატყუებდი. ამ ყველაფერს ძალიან განვიცდი. ჩემი დანაშაული ვაღიარე. ვფიქრობ, შეუცდომელი არავინაა. შეიძლება, იგივე ყველა ადამიანს დაემართოს, რაც მე დამემართა. ადამიანები ამ ყველაფერს გაგებით უნდა მოვეკიდოთ, რადგან ღმერთმა აზროვნება და გული მოგვცა, რომ ერთმანეთს შევუნდოთ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები