LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულები სააპელაციომაც დამნაშავედ ცნო – ჭელიძეს 17 წლით, კავილაძეს კი 16-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

148
კვარაცხელია და აკო ჭელიძე

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში მსჯავრდადებულები აკაკი ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო. აკაკი ჭელიძეს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, გიორგი კავილაძეს კი 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

აღნიშნული გადაწყვეტილებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ ქვეყნის პირველი ინსტანციის განაჩენი ძალაში დატოვა.

აკაკი ჭელიძე და გიორგი კავილაძე ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში დამნაშავედ იქნენ ცნობილი. მსჯავრდადებულებიდან ბრალს მხოლოდ აკო ჭელიძე აღიარებს, თუმცა, ჯგუფურ დანაშაულს გამორიცხავს.

განაჩენის გამოცხადებას მოკლული ახალგაზრდის დედა, იზა ომაძე არ დასწრებია. სხდომას დისტანციურად ესწრებოდა ორივე მსჯავრდადებული.

ცნობისთვის, 2022 წლის 15 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი კავილაძე და აკაკი ჭელიძე ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად მკვლელობაში დამნაშავედ ცნო. აკაკი ჭელიძეს 17, გიორგი კავილაძეს კი, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

აღნიშნული გადაწყვეტილება დაცვის მხარეს ჰქონდა გასაჩივრებული.

ცნობისთვის, 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელია ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლით მოკლეს. აღნიშნულ საქმეზე თითქმის, ერთთვიანი ძებნის შემდეგ, აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში დააკავეს. მათ ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდნენ.

აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია ასევე კიდევ ერთი პირი, რომელსაც დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან და მისი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. ნიკა კვარაცხელია ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, ის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.

ამავე თემაზე:

,,არ მსურს საბოლოო სიტყვით ვისარგებლო, რადგანაც აზრი არ აქვს” – ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული ალეკო ჭელიძე

„ბოლომდე ვიბრძოლებ, რომ სიმართლე დავამტკიცო“ – ნიკო კვარაცხელიას დედა

“ერთი წელი გავიდა სასტიკი მკვლელობიდან…ბატონო პრემიერო, გთხოვთ, განადგურებული ხუთი შვილის დედა…” – ნიკო კვარაცხელიას დედა

„მოვუწოდებ ერთ-ერთი მკვლელის დედას, მისცეს შვილს უფლება მოყვეს ყველაფერი.. ნიკო მოკლეს ქვეყნის მტრებმა“ – ნიკო კვარაცხელიას დედა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები