გასული წლის 15 სექტემბერს, ანჯაფარიძის ქუჩაზე მოკლული ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები – აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე კვლავ პატიმრობაში რჩებიან.
გადაწყვეტილების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით მგელიაშვილმა განაცხადა.
დღეს სასამართლო სხდომაზე საქმეში ბრალდებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გადაისინჯა და კვლავ ძალაში დარჩა.
შეგახსენებთ, პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი, 22 წლის ნიკა კვარაცხელია 2021 წლის სექტემბერში მოკლეს.
მკვლელობის საქმეზე აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ნიკა კვარაცხელიას მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განხორციელდა.
ფოტოკოლაჟში გამოყენებულია IPN-ის ფოტო