ნიკი მინაჟი ხშირად იმსახურებს კრიტიკას, ხან სხვა ცნობილი ადამიანების შესახებ დაუფიქრებელი განცხადებების, ხან კი – საკუთარი შემოქმედების გამო. ამჯერად მომღერალმა საზოგადოება ჰელოუინის შემდეგ აალაპარაკა.
ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც მინაჟი ფერიის კოსტუმშია გამოწყობილი, ხელში კი ჯადოსნური ჯოხი უჭირავს. მომღერალი დერეფანს მიუყვება და რაღაცაზე იცინის. უცებ, მინაჟმა შენიშნა ადამიანი ინვალიდის ეტლში, მისკენ გაიშვირა „ჯადოსნური ჯოხი“ და უთხრა : „გაიარე! გიბრძანებ, გაიარე!“, რის შემდეგაც მომღერალი თავშეუკავებლად იცინის.
აღნიშნული ვიდეოს ინტერნეტში გავრცელების შემდეგ მინაჟის მისამართით უამრავი კრიტიკული განცხადება გაკეთდა, მომღერალს კი თავის მართლება მოუხდა.
„ის არ არის შშმ პირი, თქვენც კარგად მოგეხსენებათ!“ – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ სავარძელში მისი მეგობარი იჯდა.