LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Nike სპორტისთვის ინოვაციურ ჯინსს ქმნის

10

სპორტულმა მარკა Nike-მა დააანონსა ჯინსი, რომელიც სპორტისთვის იქნება განკუთვნილი. კომპანიამ შესაბამისი პატენტის გაფორმებაზე განაცხადი უკვე გააკეთა.

კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, ქსოვილი, რომლითაც ჯინსი დამზადდება, სისველის მიმართ მდგრადი და გამძლე იქნება, მოდელი ლეგინსებისა და ჯინსის ნაზავს წარმოადგენს.

”ჩვეულებრივი ჯინსის ქსოვილი გამძეა მაგრამ მას არ აქვს ელასტიურობა და სხვა ისეთი მახასიათებლები რაც სპორტისთვის არის აუცილებელი, განსაკუთრებით კი სპორტის ექსტრემალური სახეობებისთვის, ჩვენ ამას გამოვასწორებთ” – აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.

კომპანია Nike აშშ-ში 1964 წელს დაარსდა, მისი შტაბ ბინა ორეგონის შტატში, ბივერტონში მდებარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები