Nike-მა ანდრეა პირლოს ბუცების ხაზი გამოუშვა.
კოლექცია იტალიელი მაესტროს ღირსია.
პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ დიზაინერებმა ღვინისადმი პირლოს ვნება ასახეს. ფეხბურთელი ფლობს ღვინის ქარხანას ლომბარდიაში, რომელსაც Pratum Koller ქვია. ქარხნის ლოგოზე დატანილია ოთხი ოქროს ვარსკვლავი. ანალოგიური ვარსკვლავები გადაიტანეს ბუცებზეც (ქუსლის მხარეს). ასევე გამოსახულია რიცხვი 94, რაც კარიერის დაწყებაზე მიუთითებს.
ბუცების ხაზი შეზღუდული ტირაჟით გამოვიდა.
ამჟამად პირლო ამერიკულ MLS-ში, ”ნიუ-იორკ სიტის” რიგებში გამოდის.