„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ყოფილ დეპუტატ ნიკა რურუას ხვალ დაკრძალავენ. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა ძმამ, გიორგი რურუამ გაავრცელა.
გიორგი რურუას ცნობით, პანაშვიდი დღეს, ზანდუკელის 21-ში გაიმართება, ხვალ კი, ვერის სასაფლაოს ეკლესიაში გადაასვენებენ, საიდანაც 15:00 საათზე ნიკა რურუას დაკრძალავენ.
„ასე ვამჯობინეთ დედაჩემის, მდგომარეობიდან გამომდინარე,“ – წერს ნიკა რურუას ძმა.
ნიკა რურუა 50 წლის ასაკში საკუთარ სახლში გუშინ გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა სახელდება.