LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა ქაცარიძის უკანასკნელი ფილმი – დღეს რუსთაველის თეატრში „მუშკეტერის თბილისი“ პრემიერა გაიმართება

877
nikaqacaridze

კულტურის სამინისტროს დაფინანსებით გადაღებული ფილმის „მუშკეტერის თბილისი“ პრემიერა 14 თებერვალს შედგება.

კულტურის სამინისტროს კონკურსის „დოკუმენტური/სამეცნიერო-პოპულარული კინოს ხელშეწყობა“ ფარგლებში დაფინანსებული ფილმის „მუშკეტერის თბილისი“ პრემიერა 14 თებერვალს, 17:00 საათზე რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე შედგება.

ფილმი გადაღებულია ალექსანდრე დიუმას ნაწარმოების „მოგზაურობა კავკასიაში“ მიხედვით და მასში ალექსანდრე დიუმას როლს მსახიობი ნიკოლოზ ქაცარიძე ასრულებს. „მუშკეტერის თბილისი“ ნიკა ქაცარიძის უკანასკნელი ფილმია, მსახიობი 2022 წლის დასაწყისში გარდაიცვალა.

ფილმის რეჟისორი და სცენარის ავტორია გიორგი ჭუმბურიძე, გრაფიკოსი – რატი დაბრუნდაშვილი, კოსტიუმების მხატვარი – სოფო იოსებიძე, მხატვარი – ზალიკო სულაკაური, ხოლო მუსიკის ავტორები – ნინო ბერიანიძე და გიორგი კვალიაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები