LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელიას საქმეზე დღეს შსს-ს თანამშრომლები დაიკითხებიან

47
მელია-ნიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

აღნიშნულ პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები – კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები დაიკითხებიან.

სასამართლო პროცესს არ ესწრება თავად ბრალდებული, ვინაიდან ის მოსამართლის გადაწყვეტილებით, სხდომათა დარბაზიდან სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე გაძევებულია.

ცნობისთვის, ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები