„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის გიგი წერეთელის განცხადებით, „ნიკა მელიას ასეთ ვითარებაში ჩაყენება, არასწორია, როდესაც მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარ თავისუფლებასთან დაკავშირებით“.
მისივე განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან ნიკა მელიაზე ტვირთის დადება აბსოლუტურად არასწორია.
„ჩვენ ჯერ ვისმენდით, რომ როცა უნდა მაშინ გამოვა ოღონდ გირაო გადაიხადოს, შემდეგ აღმოჩნდა, რომ ამის სამართლებრივი მექანიზმი არ არსებობს; ახლა საერთოდ შორის წავიდა ხელისუფლება და ამბობს, რომ „ამნისტიის კანონს“ მივიღებ იმგვარად, რომ თუ იტყვის მზად ვარ, მაშინ გამოვა. ძალიან ცუდი ვითარებაა შექმნილი. ვფიქრობ, მელიაზე ამ ტვირთის დადება აბსოლუტურად არასწორია. ჩვენ ამიტომ არ ვართ ამ შეთანხმების მონაწილე და მიგვაჩნია, რომ ამ დოკუმენტზე ხელმოწერა იყო ნაჩქარევი და არ იყო კარგად ჩამოყალიბებული და გათვლილი. შესაბამისად, მივიღეთ ის შედეგი, რომელიც არის ამოვარდნილი სამართლებრივი და თუნდაც პოლიტიკური კონტექსტიდან.
ნიკა მელია სააკაშვილის ლაბირინთებშია გახლართული: ალუდა ღუდუშაური
ნიკა მელიას აქვს პრინციპული პოზიცია და ვფიქრობ, მართალია პოლიტიკურად, რადგან არ გადაიხადა გირაო, როგორც პოლიტიკური აქტი და ახლაც ამბობს სწორად, რომ 20 ივნისის დამნაშავეებთან ერთად არ მინდა ამგვარი თავისუფლება. ვფიქრობ, ყველა პრინციპული პოლიტიკოსი ამგვარ განცხადებას გააკეთებდა. ასევე, ის ითვალისწინებს ქვეყანაში არსებულ ვითარებას, რომ ამის გაგრძელება დაუსრულებლად ძნელია, დათმობას გამოთქვამს ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში წარიმართოს პროცესი, რაც ასევე არის უნიკალური მოვლენა. ჯერჯერობით, როგორც ჩვენ ვხედავთ ხელისუფლება ძალიან ჯიუტად აგრძელებს ამნისტიის კანონზე ლაპარაკს, რომელიც მიუღებელია“, – განაცხადა წერეთელმა.