„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას ინფორმაციით, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ჰესისა და კაშხლის მშენებლობა იგეგმება.
მელია ენერგეტიკის მინისტრს, კახა კალაძესა და თბილისის მერს, დავით ნარმანიას აღნიშნულთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებას სთხოვს.
მისივე განცხადებით, ჰესის აშენების შემთხვევაში ტელეკომპანია GDS და ივანიშვილის რეზიდენცია ელეტროენერგიით უფასოდ მომარაგდება.