LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებს ნაქირავებ ავტომობილში რამდენიმე წყვილი ფეხსაცმელი, ტანსაცმელი და საკვები ჰქონდათ

932
Untitled design

22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულების დღევანდელ სასამართლო პროცესზე დღეს ის მოწმეები დაიკითხნენ, რომლებმაც ბრალდებულებს ავტომობილი მიაქირავეს.

ავტომანქანის მეპატრონის, ლელა კორახაშვილის ჩვენების მიხედვით, მან ავტომანქანა გაქირავების მიზნით იყიდა, გაქირავებას კი მისი ძმისშვილი ახდენდა.

კორახაშვილის ჩვენების თანახმად, ავტომანქანის დათვალიერებისას დაკავებულების პირადი ნივთები იპოვეს. კერძოდ, ორი წყვილი ბოტასი, სწრაფი კვებიდან გამოძახებული საკვები, ქუდი, ყავის ჭიქები და ა.შ.

ბრულდებულმა აკო ჭელიძემ ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობა აღიარა

ნიკა კვარაცხელია ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, ის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.

საქმის პროკურორის გია შაიშმელაშვილის განცხადებით, ბრალდებულების მხრიდან ნაწილობრივ აღიარებასთან ერთად მათ საქმეზე საკმარისი მტკიცებულებები აქვთ მოპოვებული.

“მოწმეებმა დაადასტურეს, თუ როგორ მიაქირავეს ავტომობილი ბრალდებულებს, დაადასტურეს მათი ვინაობა, სასამართლოს სხდომის დარბაზში ამოიცნეს ერთ-ერთი ბრალდებული და მიუთითეს მასზე, რომ მან იქირავა ავტომობილი. ასევე მათ პირად ტელეფონში არსებული “ჯიპიარეს” მონაცემების დემონსტრირება, რომლის მიხედვითაც დადასტურდა, რა მარშრუტით და მიმართულებებით გადაადგილდებოდნენ ბრალდებულები ნაქირავები ავტომობილით.

ავტომობილში მომზადებული იყო საკვები, გამოსაცვლელი ტანსაცმელი”,- განაცხადა შაიშმელაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში დააკავეს. მათ ბრალი დაუსწრებლად ჰქონდათ წაყენებული. ბრალდებულებს საგამოძიებო უწყება მკვლელობის დღიდან ეძებდა. გამოძიების ინფორმაციით, ნიკა კვარაცხელიას მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განხორციელდა, ბრალდებულებმა კი ტერიტორია თანამზრახველთან ერთად ნაქირავები მანქანით დატოვეს. აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს ბრალი ედება ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში.

შეგახსენებთ, რომ ნიკა კვარაცხელია ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, ის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.

3-მილიონნახევრიან საქართველოში ერთი ჭორიკანა არ გამოჩნდა, ვინც ნიკა კვარაცხელიაზე ცუდს იტყოდა, რატომ? ამ კითხვაზე გამცენ პასუხი ბრალდებულებმა – პროკურორი

ამ ორი გარეწრის თავში ეს ვერ მოიხარშებოდა, ჩვენთვის ყველაზე მთავარია, დადგინდეს უშაულოდ ვინ დაუკვეთა ეს უმძიმესი დანაშაული – ოჯახის ადვოკატი