„ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობას“ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
„ჩვენ, საქართველოს ექიმებს მიგვაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი სხვა ფუნდამენტურ საკითხებთან ერთად მნიშვნელოვან წილად ნიკა გვარამიას გათავისუფლებაზეც გადის. დრო არ ითმენს, ახლა სიჩუმე დაუშვებელია. ჩვენ, ექიმები სიმართლის, სამართლიანობის მხარეს ვდგავართ. ვფიქრობთ, ნიკა გვარამიას უმოკლეს ვადებში გათავისუფლება გონივრული გადაწყვეტილება იქნება როგორც მორალურად, ისე იურიდიულად.
ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული პრეზიდენტის როლი ამ პროცესში. პრეზიდენტს შეუძლია მარტივად გადაჭრას პრობლემა ნიკა გვარამიას გათავისუფლებით. ამით დაამტკიცოს მის მიერ გაცხადებული ევროპული კურსის მიმართ ერთგულება“,- ამბობს ექიმი ქეთევან ბაგრატიონი.