გენერალური პროკურატურა ავრცელებს ინფორმაციას, რომ უწყებაში რუსთავი 2–ის გენერალური დირექტორის გამოკითხვა იგეგმება. მიზეზი ტელეკომპანიის კონტრაქტორი საწარმოებიდან დოკუმენტაციის ამოღებაა.
პროკურატურაში განმარტავენ, რომ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მისთვისების და ქონების გარიგებით გადამალვის საქმეზე გვარამიასთან შეკითხვები აქვთ.
ადვოკატი ამბობს, რომ გვარამიამ პასუხი სისხლის სამართლის წესით უნდა აგოს
ნიკა გვარამიას პროკურატურაში უჩივიან - რას ითხოვს ტელეკომპანიის ერთ-ერთი მეწილე
„სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულია სასამართლოს შესაბამისი განჩინებები „სამაუწყებლო კომპანია რუსთავის 2“-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის „ინტერ მედია“ და „ინტერ მედია პლიუსიდან“, გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების თაობაზე. სხვა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებებთან ერთად, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაგეგმილია ტელეკომპანია „რუსთავი2-ის“ ყოფილი დირექტორის ნიკოლოზ გვარამიას გამოკითხვა“, – ნათქვამია გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.