LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამიას ინფორმაციით, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ შიმშილობა დაიწყო

237
52886995-2294598070752062-7302195056109158400-n

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობა დაიწყო. აღნიშნულ ინფორმაციას ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“ახლა გამოვედი დეკანოზი მამალაძისგან. ეს კაცი უბრალოდ ივანიშვილის და საპატრიარქოს ტყვე კი არაა, სიკვდილმისჯილია.

პრეზიდენტმა დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის თხოვნით არ შეიწყალა: თორნიკე მამალაძე

„რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილმა რაც თქვა, ეს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება არ არის" - თორნიკე მამალაძე.

შიმშილობა გამოაცხადა, ძლივს საუბრობს, წართმეულ მხარეს კიდურები დაუწვრილდა. მოკლედ, ჩუმად კვდება ადამიანი და ჩვენ, უთავმოყვაროებს, პრეზიდენტის მოლოდინი გვაქვს“, – წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, ციხეში მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან ციხეში ადვოკატის სტატუსით იმყოფებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები