LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამიამ 40 000-ლარიანი გირაო გადაიხადა

315
WEWERU

რუსთავი 2-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა და მთავარი არხის დამფუძნებელმა  ნიკა გვარამიამ სასამართლის მიერ დაკისრებული გირაოს თანხა – 40 000 ლარის ოდენობით გადაიხადა. ინფორმაციას ადასტურებენ პროკურატურაში.

გირაოს გადახდასთან დაკავშირებით გვარამიამ აზრი გუშინ შეიცვლა. მან სოციალურ ქსელში განმარტა, რომ ემორჩილება მისი ახლობლების რაციონალურ პოზიციას და ეს არაა მისი პირადი ნება.

„მე თვითონ შევიტან გირაოს, სესხების მსურველი უამრავია“ – გვარამია

ნიკა გვარამიას 11 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 40 ათასლარიანი გირაო შეუფარდა, მას საქართველოს საზღვრის დატოვებაც შეეზღუდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, გირაოს თანხის გადასახდელად გვარამიას 30 დღე მიეცა. ნიკა გვარამია აცხადებდა, რომ გირაოს სახით შეფარდებული არანაირი თანხის გადახდას არ აპირებს.

ნიკა გვარამია - გირაოს გადამხდელი არ ვარ

"ძალიან მაინტერესებს მოსამართლე როგორ შემიფარდებს გირაოს იმ ბრალდებულს, რომელიც ამბობს წინასწარ, რომ ის არ გადაიხდის გირაოს ", - განაცხადა გვარამიამ.

გენერალურმა პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს 6 სექტემბერს ახალი ბრალი წარუდგინა.  როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, გვარამიას ბრალი ედება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, აგრეთვე კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ასევე ბრალი წარედგინათ „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორ კახაბერ დამენიასა და „ინტერმედია პლუსის“ დირექტორ ზურაბ იაშვილს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები